Tuesday, December 3, 2019

სოციალური პროექტი - „ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება"


           პროექტის სახელწოდება -  ,,ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება“.

         პროექტის სამიზნე ჯგუფი:   სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლის VIბ კლასი
         პროექტის მიზანი:  მოკლევადიანი  მიზანი - მოსწავლეებს გავაცნობთ კომპიუტერის როლს და მასთან მუშაობისას დადებით და უარყოფით მხარეებს.
                                                  
გრძელვადიანი მიზანი - მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის                    უნარჩვევების განვითარება. შეიცვალო მოსწავლეთა ქცევა მოსწავლეები უფრო გულიხმიერები   იყვნენ  გარშემოყოფების მიმართ.  მოსწავლემ შეძლოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და  უფროსებთან.
                                                                               
       პროექტის მნიშვნელობა:  სსიპ მეფე ერეკლე   II-ის სახელობის  ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლაში  802  მოსწავლე სწავლობს.  ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ   მოსწავლეები კლასში შესვლისას  ან გამოსვლისას ერთმანეთს  არ უთმობენ, ცდილობენ ერთმანეთს გაასწრონ. სკოლის  კიბეზე  არბიან -ჩამორბიან, არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ვინმეს დაეჯახონ და დააზიანონ. დერეფნებში თამაშის დროს ერთმანეთს ეჯახებიან. დაჯახების შედეგად, როდესაც რომელიმე  მოსწავლე წაიქცევა ეს მათთვის არაფერს არ ნიშნავს. წაქცეულ მოსწავლეს არც ეხმარებიან ადგომაში და არც ბოდიშს უხდიან.  სურვილი გამიჩნდა მომეხდინა მოსწავლეთა ქცევის კორეცია პროექტის დახმარებით. ვფიქრობ პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გახდნენ უფრო ,,ზრდილობიანები“ . პროექტი საინტერესო იქნება  არა მარტო პროექტში მონაწილე მოსწავლეებისთვის არამედ სკოლის სხვა მოსწავლეებისთვისაც.
        მოსალოდნელი შედეგები:   
        მოკლევადიანი  შედეგი: პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევასწავლოთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს შეურჩიე თემა. ისინი მოიძებნიან სხვადასხვა ინფორმაციას  შესახებ, გაეცნობიან სხვადასხვა სტატისტიკებს, ასევე კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვებს, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გრძელვადიანი    შედეგი: მოსწავლეებში განვითარდა ურთიერთპატივისცემის  უნარჩვევები. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი ძირითადი  პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და  უფროსებთან. მოსწავლეები უფრო გულიხმიერები არიან  გარშემოყოფების მიმართ.

                                  
პროექტზე მუშაობის ვადები:   31.10.2019 წ. - 29.11.2019 წ.  
პროექტის განხორციელების შესაძლო რისკები:  მოსწავლეთა   დაბალი  მოტივაცია.  

  განსახორციელებელი აქტივობები:
აქტივობა
    დრო
შენიშვნა
1.მოსწავლეებისათვის პროექტის თემის გაცნობა, მოსწავლეთა წინარე ცოდნის გაგება.-  მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა  იწყება პროექტის გაცნობით. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას, მიზანს, დავსვამ საკვანძო კითხვებს:  როგორი უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტი?  რა როლს თამაშობს პროგრამა PowerPoint-ი? როგორ უნდა დავაკავშიროთ  სასკოლო სახელმძღვანელოებიდან და ინტერნეტის საშუალებით მოძიებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშიება.
2. მოსწავლეთა ჩართულობა. დისკუსია  არჩეულ თემებზე - მოსწავლეები  გამართავენ დისკუსიას და ინტერნეტში მოიძიებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას 
3. კლასის დაყოფა ჯგუფებად - მოსწავლეებს დავყოფ  ჯგუფად
3. ფუნქციების გადანაწილება .  მოსწავლეებთან ერთად დავგეგმავ პროექტის განხორციელების გზებს, მოხდება შესასრულებელი დავალებების გადანაწილება. მოპსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ შერჩეულთემებს სურათები და ვიდეოები. 
მოსწავლეებს   ერთ ჯგუფს დაევალებათ დაკვირვება მოახდინონ თავიაანთ თანატოლებზე, რათა დახმარება შესთავაზონ. 
  4. მოპოვებულ    ინფორმაციის განხილვა-შეხვედრაზე   მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს შესახებ.  განიხილავენ თუ რა ინფორმაცია მოიპოვეს  და დაამუშავეს.    

6. პროექტის შეჯამება -პრეზენტაცია - მოსწავლეები  გააკეთებენ  პრეზენტაციას მშობლების და მასწავლებლების წინაშე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.   მოსწავლეებთან ერთად მოვახდენ პროექტის  შეჯამებას

31.10.2019 წ














01.11.2019 წ.







07-08.11.2019 წ.











14-15.11.2019 წ.









21-29.11. 2019 წ



პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის აღწერა- მონიტორინგი და მოსწავლეთა შეფასება მოხდება შესაბამისი რუბრიკების საშუალებით ( დანართი 1; დანართი 2 )





   



პ         როექტის რესურსები:
        გამოყენებული ლიტერატურა:  ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის
        საქმიანობის დაწყების  პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. 

ბ)      ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი.




პროექტის მონიტორინგი - დანართი 2

კრიტერიუმები
დიახ
ნაწილობრივ
არა
გეგმის მიხედვით მიმდინარეობა
☐
☐
☐
მოსწავლეთა შორის თანამშრომლობა
☐
☐
☐
მოსწავლეთა შეთანხმებული მუშაობა
☐
☐
☐
საჭირო ინვენტარის მოვლა
☐
☐
☐
მოსწავლეთა შორის მოვალეობების თანაბრად გადანაწილება
☐
☐
☐

მოსწავლეთა შეფასება: დანართი 2.
შეფასების კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ყოველთვის არ მონაწილეობსმონაწილეობს
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებებს.
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს.
ყოველთვის ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს.
უჭირს გამართულად საუბარი. ვერ ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
სხვისი აზრის პატივისცემა
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმებილზე დაყრდნობით. ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას.
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმებილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დასრულებას.
არ უსმენს სხვებს და და  არ აცდის საუბრის დასრულებას.











No comments:

Post a Comment