Wednesday, December 4, 2019

სოციალური პროექტი - „ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება" - რეფლექსია




31 ოქტომებრიდან 29 ნოემბერს  ჩათვლით სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა  პროექტი  „ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება". პროექტის ძირითადი მიზანია -  XXI-ე საუკუნეში კომპიუტერის როლის მნიშვნელობა; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანის დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად. 
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ისტ-ის გამოყენებით, პროგრამა PowerPoint-ში შექმნეს საინტერესო და სახალისო შინაარსის მქონე პროექტები. მოსწავლეებმა პროექტები წარმაოდგინე როგორც ქართულ ასევე ინგლისურ და რუსულ ენაზე. 
ყოველივე ეს, კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ. 
პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობას მოსწავლეები დიდი ხალისით ასრულებდნენ. სურვილი გამოთქვეს  მომავალში  მსგავსი სახის პროექტების  განხორციელების.  ვფიქრობ პროექტის მიზანი მიღწეულ იქნა.  მოსწავლეები დაფიქრდნენ თუ როგორები უნდა შეასრულონ პროექტები. 
მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას და შევეცდები უფრო აქტიურად ჩავრთა მოსწავლეები პროექტებში. 

No comments:

Post a Comment