რეფლექსია
პანდემიის პერიოდში 2020 წლის დეკემბერში პროგრამა Power Point-ში მოსწავლეებს შევაქმნევინე პრეზენტაცია ხალხურ ზღაპაზე "ძაღლი". პრეზენტაციაში ჩავსვით googl-ში მოპოვებული სურათები. დავადეთ მოსწავლის ხმა, დავადეთ trigger-ები.
პროგრამა PowerPoint-ის დახმარებით შევინახეთ ვიდეოს სახით და ავტვირთეთ Youtube.com
რესურსი დაეხმარება დაწყებითი კლასის მასწავლებლებს - ზღაპარი "ძაღლის" სწავლებისას.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან
ის ტექნ. V.3.
V კლასი
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ვიდეო განთავსებულია facebook-ის სპეციალურ გვერდზე - აქტივობები კლასში👩🏫👨🏫
ვიდეო რესურსი - ხალხური ზღაპარი "ძაღლი"
შედეგი თვალსაჩინო იყო: მოსწავლეები მოცემული დავალებების შესრულებისას მსჯელობდნენ, რათა შეექმნათ პრეზენტაცია და წარედგინათ აუდიტორიის წინაშე. მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. საკითხის ახსნამ ამ პრინციპით გაამართლა. ბავშვებმა გაიგეს, რომ ქართულის დავალება უფრო გამარტივდებოდა. კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის დახმარებით, მოიძიეს შესაბამისი ფონი, ტექსტში მოცემული ზღაპრის გმირები გააცოცხლეს.
როგორ შეიძლება გამოიყენონ კოლეგა მასწავლებლებმა პრეზენტაცია?
ვიდეო რესურსი „ძაღლი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მე-2 კლასის ქართულის გაკვეთილზე, ოღონდ ამ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ზღაპრის ახსნის დროს. მაგ, ქართულის მასწავლებელმა აუხსნას ზღაპარი და თვალსაჩინოთ აჩვენოს მოსწავლეებს შექმნილი რეურსი, რაც დაეხმარებათ მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში. მასწავლებელმა შესაძლებელია ვიდეო გადაუგზავნოს ბუკებში და მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლონ დავალების შესრულება
მასალა შეიძლება გამოყენებულ იყოს მე-5, მე-6 კლასებშიც, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე პროგრამა Power Point-ის სწავლების დროს.

No comments:
Post a Comment